Thursday, December 18, 2008

ქცევის კულტურის ფორმულა

1.პროექტის სახელი: ქცევის კულტურის ფორმულა
2.პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით:ქცევის კულტურა=მაღალი ზნეობა X პატივისცემა+
ქცევის წესების ცოდნა
3.პროექტის სრული აღწერა: ქცევის კულტურა რთული ფენომენია.კონკრეტული შეფასების ერთი
კრიტერიუმი კაცობრიობას ჯერ არ მოუგონია.ადამიანის ქცევის კულტურის
განსაზღვრისათვის მრავალი ფაქტორი უნდა იქნეს გათვალისწინებული.
ადამიანის ტიპოლოლგია ინდივიდებს არ ჰყოფს ,,კარგებად“ და ,,ცუდებად
ყოველ ადამიანს აქვს ძლიერი და სუსტი მხარეები.
ჩვენი პლანეტის ყველაზე ძვირფასი კაპიტალი ხომ ადამიანია,მისი შესაძ-
ლებლობის მაქსიმალური გამოყენება კი ხალხთა კეთილდღეობის ამაღ-
ლების აუცილებელი პირობაა.
ადამიანის ტიპოლოგიაში არსებობს რამდენიმე ძირითადი უპირატესობა:
ა.საიდან ვიძენთ ენერგიას-გარე სამყაროდან.
ბ.როგორ ვიღებთ გადაწყვეტილებას-ობიექტურად და მიუკერძოებლად,თუ სუბიექტურად და პიროვნებათშორისად.
გ.ცხოვრების როგორ წესს მივსდევთ-უპირატესობას ვაძლევთ რისკსა და მეთოდურობას,თუ დამთმობლობას და უშუალობას.
4.მონაწილეთა ასაკი/კლასები:14-17 წელი.მეათე- მეთორმეტე კლასი.
5.ვადები/ხანგრძლივობა:ხუთი თვე
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:მოეწყოს ღონისძიებები და კონფერენციები.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები ღრმად დაეუფლებიან საზოგადოებაში ქცევის კულტურას და მანერებს ანუ ეტიკეტის ფენომენს,რაც იწვევს მოსწავლეში მოტივაციას და ზრდის პასუხისმგებლობას,იძენს მეტყველების,წერის აუცილებელ უნარ-ჩვევებს,ავლებს პარალელს ადრინდელ და თანამედროვე ქვეყნების ქცევის წესებს შორის,ეცნობა სხვსდასხვა ქვეყნების კულტურას.
8.სარგებელი სხვებისთვის:ქცევის კულტურა დამოკიდებულია ადამიანთა ისეთ რთულ სისტემაზე, რომელიც მოიცავს ეთიკურ, სამართლებრივ და მორალურ ნორმებს,ასევე ტრადიციებსა და საზოგადოებრივ აზრს.
9.სამუშაო ენა: ქართული,რუსული.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
პროექტს უშუალო კავშირი აქვს ეროვნულ სასწავლო გეგმასთან და აქედან გამომდინარე საგნებთან.
ისტორია:ქცევის წესი ისტორიული კატეგორიაა,რადგან ადამიანთა ცხოვრების წესი კონკრეტული სოციალური გარემოს შესაბამისად იცვლება.ე.ი.მოსწავლეები იკვლევენ წინაპართა ჩვევებს და ეცნობიან ქცევის ტრადიციულ ნორმებს,დაწყებული პირველი თემური წყობილებიდან დღემდე.ანუ ქრონოლოგიურად ეცნობიან თუ როდის ჩაისახა ეტიკეტი,როგორ დაიხვეწა და როგორ დამკვიდრდა.
ქართული:ურთიერთობის ერთ-ერთი აქტიური ფორმა არის მეტყველება.ბავშვებს შეეძლებათ მხატვრული ტექსტის შექმნა.კვლევის შედეგად მოსმენილის,წაკითხულის დაკავშირება თანამედროვე ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიებთან,ანუ რა ტრადიციის მატარებელნი იყვნენ და არიან.მოსწავლეებს უვითარდებათ ლექსიკური მარაგი,უნარ-ჩვევები.
გეოგრაფია:გაეცნობიან სხვადასხვა ხალხის კულტურას,ადათ-წესებს, ურთიერთობის ნორმებს მათი ადგილმდებარეობის მიხედვით.რის შედეგადაც გაადვილდება სხვა ქვეყნებთან ეკონომიკურ-კულტურულიურთიერთობა.
უცხო ენა:მოსწავლეები დაეფლებიან ზრდილობიანი მიმართვის ფორმებს.მაგ. როგორიცაა მისალმება,დიალოგი და მისთ.
ფიზ.აღზრდა:მოსწავლეები დაეფლებიან სპორტსმენთა სავალდებულო ქცევის დადგენილ წესებს ანუ სპორტულ ეტიკეტს. ზოგჯერ სპორტსმენს, ეთიკური ნორმებიდან გამომდინარე ეკრძალება სპორტული ილეთების სამოქალაქო სიტუაციაში გამოყენება.
11.მონაწილეები სხვა სკლოებიდან:იანეთის №1 საჯარო სკოლა, ქუთაისის №3 სკოლა,ქუთაისის №8 სკოლა.
12.პროექტის ფასილიტატორის სახელი: ვიოლეტა ვეკუა.სამტრედიის №2 საჯარო სკოლა.ვარ gearn პროექტის ტრენინგის მონაწილე,რომელიც ტარდება ქუთაისის №32 სკოლაში.
13.პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა. Violetavekua@gmail.com.
14.პროექტის ფორუმი:აიერნ ქართულში შევქმენი ფორუმი: ,,ქცევის კულტურის ფორმულა“
15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:www.qceviskultura.blogspot.com.

3 comments:

  1. zalian kargi proeqtia da tanac saintereso. gisurveb carmatebebs!!!

    ReplyDelete
  2. ძალიან ლამაზად გაქ ყველაფერი ჩამოყალიბებული. მე თუ შeვძელი შeვეჭიდები

    ReplyDelete
  3. ვიკა ძალიან მომეწონა შენი თემა.
    მართლა შეიძლება შენგან ისწავლო ქცევის კულტურის ფორმულა.
    გისურვებ წარმატებებს.

    ეკა კოპალიშვილი.

    ReplyDelete